Thumbnail

5 ივენთი, რომელსაც ამ კვირაში უნდა დაესწროთ

სალომე კვირიკაშვილი პროფილის ფოტო
სალომე კვირიკაშვილი

ამ რუბრიკის ფარგლებში popmusic ყველა ჟანრისა და მიმდინარეობის მსმენელისთვის საინტერესო ივენთების მოძიებას ცდილობს.

გთავაზობთ მიმდინარე კვირის 5 გამორჩეულ მუსიკალურ ღონისძიებას, რომელსაც, ჩვენი აზრით, ღირს, რომ დაესწროთ.

5. Sector 26: Anja Schneider

3 სექტემბერი (ხუთშაბათი)

3 სექტემბერს ბათუმში ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს Anja Schneider-ის მოსმენა შეეძლებათ. ბერლინში მოღვაწე დიჯეისა და პროდიუსერს კლუბი Sector 26 უმასპინძლებს.

4. ბაღი: ჰიპ ჰოპის საღამო

4 სექტემბერი (პარასკევი)

პარასკევს "ბაღი" ჰიპ ჰოპის საღამოს უმასპინძლებს. ლისის ტბაზე შეკრებილი მსმენელების წინაშე Moku Moku, Jeronimo, Chester, Ras Green და სხვა ქართველი არტისტები წარდგებიან.

3. eZo: "მზესუმზირას" 6 წლის იუბილე 

4 სექტემბერი (პარასკევი)

4 სექტემბერს ეზო ფესტივალის ტერიტორიაზე კომუნა Mzesumzira ექვსი წლის იუბილეს აღნიშნავს. მთაწმინდის ფერდობზე მსმენელებს სამი განსხვავებული სცენა დახვდებათ, რომელსაც Rati, Frankie Beatnik, Audio Space, Vasil, Tamada და სხვა ქართველი არტისტები დაიკავებენ.

2. Komorebi კუს ტბაზე

5 სექტემბერი (შაბათი)

შაბათს ივენთების სერია Komorebi კუს ტბაზე მორიგ ღონისძიებას გამართავს. მსმენელთა წინაშე ცნობილი ბერლინელი არტისტი Fjaak წარდგება. მასთან ერთად სცენას Greenbeam & Leon, Skyra, Othr, Generali Minerali და Neux დაიკავებენ. 

1. Lisi Camp: Plan A 

5 სექტემბერი (შაბათი)

5 სექტემბერს Plan A თავის მორიგ ივენთს Lisi Camp-ის ტერიტორიაზე გამართავს. მსმენელთა წინაშე ერეკლე დეისაძე და მისი ბენდი, Nikakoi, Anushka Chkheidze, Digital Groove Affair და Hatsvali წარდგებიან. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული