Thumbnail

ნახეთ: ლედი გაგამ და არიანა გრანდემ MTV VMA-ზე ჰიტი Rain on Me შეასრულეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ნიუ იორკში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიაზე MTV Video Music Awards პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ლედი გაგას 10-წუთიანი პერფორმანსი შედგა, რომლის ფარგლებშიც 34 წლის არტისტმა მსმენელებს თავის ბოლო ალბომში Chromatica შესული კომპოზიციების 911, Stupid Love და Rain on Me მიქსი შესთავაზა. ამ უკანასკნელის შესრულებისას გაგას სცენაზე პოპვარსკვლავი არიანა გრანდე შეუერთდა.

ნახეთ: 2020 წლის MTV Video Music Awards-ის გამარჯვებულები

► ნახეთ: The Weeknd-მა MTV VMA-ზე ჰიტი Blinding Nights შეასრულა

► ნახეთ: მაილი საირუსმა MTV VMA-ზე ახალი კომპოზიცია Midnight Sky შეასრულა

აღსანიშნავია, რომ სიმღერამ Rain on Me წლის საუკეთესო კომპოზიციისა და საუკეთესო კოლაბორაციული ჩანაწერის ნომინაციებში გაიმარჯვა, მასზე გადაღებულმა კლიპმა კი MTV-ის ჯილდო ოპერატორის საუკეთესო ნამუშევრისთვის მიიღო.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, შემოქმედებითი კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა, 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოქროს გლობუსთან ერთად ოსკარის ჯილდოც მოუტანა.

არიანა გრანდეს შემოქმედებითი კარიერა კი 2008 წელს დაიწყო. 2016-ში გამოცემამ Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული