Thumbnail

რატომ უთხრა სლეშმა რიანას უარი კლიპში მონაწილეობაზე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Guns N' Roses-ის გიტარისტმა, სლეშმა 2009 წელს პოპულარულ ბარბადოსელ მომღერალ რიანასთან ითანამშრომლა. მან არტისტის რიგით მეოთხე ალბომში Rated R შესულ სინგლში Rockstar 101 გიტარის პარტია შეასრულა. MTV News-სთან საუბარში მუსიკოსმა გაიხსენა, რომ რირიმ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეორგოლშიც შესთავაზა მონაწილეობა.

სლეში: კარანტინის პერიოდში ახალ სიმღერებზე ვიმუშავეთ

"კლიპში უნდოდათ ჩემი გადაღება. სიმღერაში რადგან ვუკრავ, დამირეკეს. მაგრამ იმ პერიოდში ჩემი ჩანაწერის გამოსაშვებად ვემზადებოდი და გამოფიტული ვიყავი. რირი ძალიან საყვარელი იყო. პირადად მომწერა და მთხოვა, გადაღებებზე მივსულიყავი. ვუთხარი, რომ ჩემი გამოჩენა ვიდეორგოლს არც შემატებდა რაიმეს და არც დააკლებდა", - აღნიშნა გიტარისტმა.

სლეში რიანას კლიპში მიწვეული ერთადერთი როკ შემსრულებელი არ ყოფილა. ვიდეორგოლში ამერიკული ჯგუფის, Blink-182-ის დრამერი, ტრევის ბარკერიც მონაწილეობს. სლეშს კი თავად მომღერალი განასახიერებს - მას გიტარისტის განუყრელი ქუდი, სათვალე და მისი ვარცხნილობის მსგავსი პარიკი უკეთია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული