Thumbnail

ნახეთ: ბილი კალაჰანი გადაცემაში Tiny Desk Concert

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელი ლოუ-ფაი მუსიკოსი, ბილ კალაჰანი პლატფორმა National Public Radio-ს ცნობილ პროექტს Tiny Desk Concert ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში ბოლო ალბომის Gold Record კომპოზიციები და შარშან გამოცემულ სტუდიურ ნამუშევარში Shepherd in a Sheepskin Vest წარმოდგენილი სინგლი Released შეასრულა.

მოუსმინეთ: Bill Callahan - The Mackenzies

მოუსმინეთ: Bill Callahan - Protest Song

ბილ კალაჰანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1990 წელს, სინტია დოლთან ერთად, ლოუ-ფაი დუეტში Smog დაიწყო. მუსიკოსებმა 15 წლის განმავლობაში 11 ალბომი გამოსცეს. 2007 წელს ბილმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Woke on a Whaleheart გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული