Thumbnail

ნახეთ: The Rolling Stones-მა ლონდონში მაღაზია RS No.9 გახსნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა The Rolling Stones ლონდონში, ქერნების ქუჩაზე მაღაზია RS No.9 გახსნა. დაწესებულებაში ბენდთან დაკავშირებული ბრენდირებული ნივთები, ტანსაცმელი, სტუდიური ნამუშევრები და ა.შ. იყიდება.

მიკ ჯაგერი: არ მინდოდა, The Rolling Stones-ის ეს სიმღერები გავრცელებულიყო

ნახეთ: ემი უაინჰაუსი და The Rolling Stones სიმღერას Ain't Too Proud to Beg ასრულებენ

მსურველებს მაღაზიაში არსებული პროდუქტის შეძენა ონლაინ, მოცემულ ბმულზეც შეუძლიათ.

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მესამე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული