მიმდინარე წლის დასაწყისში შუა საუკუნეების სტილში შესრულებული თანამედროვე ჰიტები ინტერნეტ სენსაციად იქცა, რაც საკმაოდ ლოგიკურია - კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ, შავი ჭირის პანდემიისა და გაუთავებელი ომების ეპოქასთან ასოცირებული ჟღერადობა 2020 წელს ზედმეტად აქტუალურიც კი გახლავთ.
"ბარდკორის" სახელით ცნობილ მიმდინარეობაში პოპულარული კომპოზიციები სპეციფიკური ინსტრუმენტიზაციით, განსხვავებული ტემპითა და ხშირად შუაინგლისურ ენაზე გადაკეთებული ტექსტების თანხლებით სრულდება. ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ ათ ასეთ გამორჩეულ ჩანაწერს წარმოგიდგენთ.
კომენტარები