Thumbnail

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციებს Whistle, Lanterns და Shin ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანების KayaKata წევრი, მაქსიმე მაჩაიძე, ფსევდონიმით Luna997, მსმენელს ერთკვირიანი მუსიკალური პაუზის შემდეგ სამი ახალი კომპოზიციით Whistle, Lanterns და Shin დაუბრუნდა. სამივე ნამუშევრის პროდიუსერი ამავე კოლექტივის წარმომადგენელი SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Nami ავრცელებს

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Alio ავრცელებს

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული