Thumbnail

ტრევის სკოტი: M.I.A. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო არტისტია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი პლატფორმა Apple Music-ზე ჟურნალისტ ზეინ ლოუის შოუს სტუმრობდა. ინტერვიუს მიმდინარეობისას მან თავის ახალ კომპოზიციაში Franchise მონაწილე ბრიტანელ მუსიკოსზე, M.I.A.-ზე ისაუბრა.

ნახეთ: Travis Scott-მა McDonald's-თან ერთად სამოსი და აქსესუარები გამოუშვა

ტრევის სკოტი: ქიდ ქადისთან ერთად ალბომზე ვმუშაობ

"M.I.A. თავად დამიკავშირდა, როდესაც ალბომზე მუშაობდა, ამის შემდეგ ლონდონში შევხვდით. ის მართლაც ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. როდესაც Franchise-ს ვწერდი, ვფიქრობდი, რომ მასზე მეტად არავინ მოუხდებოდა ამ ტრეკს. ის იყო ერთადერთი, ვინც ნამუშევრის ხარისხს შეინარჩუნებდა. მუსიკის სამყაროს დიდი ხანია, არ უგრძვნია ასეთი ძალა. საოცარი ენერგია აქვს - მუსიკა ბითები, რეპი, ღმერთო! ყველაფერი. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსია", - აღნიშნა ტრევისმა.

M.I.A.-სთან და რეპერ Young Thug-თან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია FRANCHISE ტრევის სკოტმა 24 სექტემბერს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული