Thumbnail
ფოტო: George Nebieridze

ელექტრონული მუსიკოსი, გიგა ჯიქია, სასცენო სახელით HVL, ახალ ემბიენთ კომპოზიციას Temppa ავრცელებს. ჩანაწერი არტისტის მიერ აპრილში გამოცემულ რელიზში Alignment შესული ტრეკის Temp Thought ალტერნატიული ვერსიაა.

მოუსმინეთ: HVL-ის რელიზი Alignment

გიგი ჯიქია ქართველმა მსმენელმა 2009 წელს თბილისში შექმნილ ელექტრონულ დუეტში Okinawa Lifestyle მოღვაწეობით გაიცნო. 2013 წელს გერმანულ ლეიბლზე Rough House Rosie მისი სადებიუტო სოლო ჩანაწერი Deep Survey გამოიცა. ამავე წელს ლეიბლმა Voyager მუსიკოსის კიდევ ერთი ნამუშევარი Flats გაავრცელა. მომდევნო წლებში არტისტმა კიდევ რამდენიმე EP გამოუშვა, რომელთა შორის აღსანიშნავია: Lucky Star of High Minded, Away From Everything We Know და Persona Non Grata.

კომენტარები

ბოლოს დამატებული