Thumbnail

მოუსმინეთ: ნიკა და მაქსიმე მაჩაიძეები კომპოზიციას Lamp ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR ცნობილი ელექტრონული მუსიკოსის, ნიკა მაჩაიძის, სასცენო სახელით Nikakoi, ახალ კომპოზიციას Lamp ავრცელებს. ჩანაწერში ნიკაკოისთან ერთად მისი შვილი, პოპულარული არტისტი მაქსიმე მაჩაიძე, პროექტით Luna997 მონაწილეობს.

ნახეთ: Nikakoi-მ ონლაინ კონცერტი გამართა

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციებს Whistle, Lanterns და Shin ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ ნიკაკოის 2018 წელს მაქსიმეს ჯგუფის KayaKata-ს კომპოზიციის Ataris რემიქსი აქვს გავრცელებული, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ნიკა მაჩაიძე კომპოზიტორი, ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და რეჟისორი გახლავთ. მას ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. ბოლო EP სახელწოდებით Raise Your Head And Smell The Air არტისტმა 2016 წელს გამოუშვა. ნიკა წლების განმავლობაში ფსევდონიმით Erast მოღვაწეობდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსს არაერთი ქართული ფილმისთვის აქვს საუნდტრეკი დაწერილი. ის არტ გაერთიანება Goslab-ის წევრია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული