Thumbnail

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე ახალ ტრეკს "სულ ერთია" აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია "სულ ერთია" გავრცელდა. ჩანაწერში პოპულარული კოლექტივის, "კაიაკატას" წევრი, მაქსიმე მაჩაიძე, ფსევდონიმით Luna997 მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციებს Whistle, Lanterns და Shin ავრცელებს

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Nami ავრცელებს

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Alio ავრცელებს

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული