Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტმა ტრეკი Franchise შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანი ჰიუსტონელი მუსიკოსი, ტრევის სკოტი ჯიმი კიმელის ცნობილი გადაცემის სტუმარი გახლდათ. შოუს მუსიკალურ ნაწილში მან ახალგავრცელებული კომპოზიცია Franchise შეასრულა. სამხრეთელი არტისტის პერფორმანსში ატლანტელი Young Thug და ბრიტანელი M.I.A. მონაწილეობენ. ნამუშევრის პროდიუსერი თავად ტრევისთან ერთად ჰიპ ჰოპ კოლექტივის JACKBOYS წევრი Chase B გახლავთ.

ნახეთ: ტრევის სკოტმა კლიპი FRANCHISE გამოაქვეყნა

მოუსმინეთ: ტრევის სკოტი ტრეკს The Plan აქვეყნებს

ნახეთ: Travis Scott-მა McDonald's-თან ერთად სამოსი და აქსესუარები გამოუშვა

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია. ტრევისი ლეიბლის Cactus Jack დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული