Thumbnail

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, ჯონ კეილი ახალ კომპოზიციას Lazy Day და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი ები პორტნერი გახლავთ. სინგლი არტისტის რიგით მეჩვიდმეტე სოლო ალბომში შევა, რომლის გამოცემასაც 2021 წელს გეგმავს.

ჯონ კეილმა მუსიკალური კარიერა 1957 წელს დაიწყო. 1964 წელს მან ლუ რიდთან, სტერლინგ მორისონთან და ანგუს მაკლისთან ერთად საკულტო ჯგუფი The Velvet Underground დააარსა. 1968 წელს, კოლექტივის მიერ ორი ალბომის გამოცემის შემდეგ, კეილმა ბენდი დატოვა. ორ წელიწადში კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ჩანაწერი Vintage Violence გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე 16 სოლო ნამუშევარი აქვს გამოქვეყნებული. მისი შემოქმედება არტ როკს, ავანგარდსა და ექსპერიმენტულ როკს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული