Thumbnail

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე ახალ კომპოზიციას Navaho ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ცნობილი შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე პოპულარული კოლექტივის, "კაიაკატას" წევრ მაქსიმე მაჩაიძის, ფსევდონიმით Luna997, კიდევ ერთი კომპოზიცია გამოქვეყნდა. ტრეკში ლეიბლის ახალწვეული, მუსიკოსი Faeywa მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი კვლავინდებურად SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: ნიკა და მაქსიმე მაჩაიძეები კომპოზიციას Lamp ავრცელებენ

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციებს Whistle, Lanterns და Shin ავრცელებს

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Nami ავრცელებს

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული