Thumbnail

ნახეთ: Rammstein სტუდიაში დაბრუნდა და ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული გერმანული ჯგუფი Rammstein სტუდიაში დაბრუნდა და ახალ ალბომზე დაიწყო მუშაობა. ბენდმა ინსტაგრამზე საფრანგეთში, კერძოდ კი სენ-რემი დე პროვანსში, სტუდიაში La Fabrique გადაღებული ფოტო გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც კოლექტივმა თავისი ბოლო ალბომი Rammstein ჩაწერა.

Rammstein: კარანტინის პერიოდში ახალ კომპოზიციებზე ვიმუშავეთ

ნახეთ: Rammstein-მა ბოლო ალბომის ფოტოსესიაზე მუშაობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა

"სამწუხაროდ, წელს ტურნეს ვეღარ ვმართავთ, თუმცა სტუდიაში დაბრუნება არაჩვეულებრივია", - ვკითხულობთ ინსტაგრამზე გავრცელებული ფოტოს აღწერაში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ბოლო ალბომი Rammstein ჯგუფმა 2019 წლის მაისში გამოსცა. ჩანაწერმა გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელების მოწონება დაიმსახურა და გერმანიაში ორმაგი პლატინის სტატუსიც მოიპოვა.

"რამშტაინი" ბერლინში 1994 წელს ჩამოყალიბდა, 1995 წელს კი მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომი Herzeleid გაავრცელეს. ჯგუფის კონცერტები განსაკუთრებული ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა. მათი შემოქმედება ძირითადად გერმანულენოვანი ტექსტებით ხასიათდება, თუმცა ბენდს სიმღერები ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ და რუსულ ენებზეც აქვს შესრულებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Du Hast, Ich Will, Sonne და Amerika.

კომენტარები

ბოლოს დამატებული