Thumbnail

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე ტრეკს Windy აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება "კაიაკატას" წევრმა, მაქსიმე მაჩაიძემ, ფსევდონიმით Luna997, მსმენელს მორიგი ტრეკი Windy შესთავაზა. ლუნას ახალი ჩანაწერის პროდიუსერი ამავე კოლექტივის წარმომადგენელი SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციას Navaho ავრცელებს

მოუსმინეთ: ნიკა და მაქსიმე მაჩაიძეები კომპოზიციას Lamp ავრცელებენ

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე კომპოზიციებს Whistle, Lanterns და Shin ავრცელებს

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული