Thumbnail

შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია MMORPG გავრცელდა. ჩანაწერში პოპულარული კოლექტივის, "კაიაკატას" წევრი მაქსიმე მაჩაიძე, მსმენელისთვის კარგად ნაცნობი Turbohikari, ასევე, მათი ახალბედა კოლეგები Faeywa და Lucky Strikes მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი ტრადიციულად SABANADZE გახლავთ.

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძე ტრეკს Windy აქვეყნებს

მოუსმინეთ: Next Dilla - Aisia Ft. Vinda Folio

შემოქმედებითი კოლექტივი LTFR 2015 წელს ჩამოყალიბდა. ეს მუსიკალური პლატფორმაა, რომელიც წევრ არტისტებს თავისი ესთეტიკისა და ჟღერადობის ფარგლებში აერთიანებს. მას სახელი პოპულარულმა ჯგუფმა, "კაიაკატამ" გაუთქვა. მათ გარდა კოლექტივის რიგებში Hikari, DRO, MamaFlex, Bobby Kensei, Cutkill და სხვები შედიან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული