Thumbnail

ნახეთ: კით რიჩარდსმა სოლო კომპოზიციაზე Hate It When You Leave კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Rolling Stones გიტარისტმა, კით რიჩარდსმა, მუსიკალური მაღაზიების დღესთან დაკავშირებით, სოლო კომპოზიციაზე Hate It When You Leave გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერა, რომელიც მის 1992 წლის ალბომში Main Offender არის წარმოდგენილი, ახლო მომავალში ფირფიტაზე 4000-იანი ტირაჟით გამოიცემა. მის ბი-საიდზე კი ტრეკი Key To The Highway იქნება წარმოდგენილი.

როგორ შეიქმნა The Rolling Stones-ის საკულტო ლოგო

კით რიჩარდსმა კარიერა 1960 წელს დაიწყო. მას განსაკუთრებული პოპულარობა ჯგუფ The Rolling Stones-ში მოღვაწეობამ მოუტანა. ბენდთან ერთად ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კი ის 2011 წელს ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტს შორის მეოთხე ადგილზე დაასახელა. სადებიუტო სოლო ალბომი Talk Is Cheap კი რიჩარდსმა 1988 წელს გამოსცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული