Thumbnail

ბათუმური კოლექტივის Flow Masters გიტარისტი, ირაკლი გალოგრე სადებიუტო სოლო კომპოზიციას Variations of the Feelings ავრცელებს.

"ვფიქრობ, ელექტრონული მუსიკა ემოციებისა და იდეების გადმოცემის უსაზღვრო შესაძლებლობებს იძლევა. ამ ნამუშევარში სხვადასხვა ჟანრი, კერძოდ კი კლასიკური მუსიკა და ტექნოს ელემენტები გავაერთიანე", - ამბობს არტისტი popmusic-თან საუბარში.

ირაკლი გალოგრემ მეგობრებთან ერთად კოლექტივი Flow Masters 2018 წელს ჩამოაყალიბა. მუსიკოსები ძირითადად ცნობილი ჰიპ ჰოპ კომპოზიციების ქავერებს ასრულებენ, აგრეთვე, აპირებენ საავტორო ჩანაწერებზე მუშაობას. სოლო მოღვაწეობა ირაკლიმ 2020 წელს დაიწყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული