Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ მომავალი ალბომის Positions ტრეკლისტი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ მომავალი, რიგით მე-6 ალბომის Positions ტრეკლისტი გაავრცელა. სტუდიურ ჩანაწერში სულ 14 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Doja Cat, The Weeknd და Ty Dolla Sign.

Cardi B: ბავშვები მიმითითებენ, როგორ ვიცხოვრო, თითქოს არიანა გრანდე ვიყო

ალბომი გაყიდვაში 30 ოქტომბერს ჩაეშვება. ჩანაწერს გავლენიანი ამერიკული ლეიბლი Republic Records გამოსცემს.

"ბევრი მიზეზის გამო ეს ალბომი ჩემი ფავორიტი იქნება. მოუთმენლად ველი, თქვენც როდის შეძლებთ მის მოსმენას. დიდი მადლობა სიყვარულისთვის, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს", - წერს არიანა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ალბომი Thank U, Next მომღერალმა 2019 წელს ჩაუშვა გაყიდვაში.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული