Thumbnail

კოლუმბიელი მომღერალი, კაროლინა ნავარო, ფსევდონიმით Karol G, ახალ კომპოზიციას Bichota და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი პროდიუსერი Ovy On The Drums გახლავთ. ვიდეორგოლი კი ამერიკელმა რეჟისორმა, კოლინ თილიმ გადაიღო.

ნახეთ: Jonas Brothers - X Ft. Karol G

კაროლინა ჟირალდო ნავარომ, სასცენო სახელით Karol G, მუსიკალური მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. 2017 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Unstoppable გაავრცელა, 2019 წელს კი რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერი Ocean გამოსცა. მისი შემოქმედება რეგიტონსა და ლათინურ პოპს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული