Thumbnail

მოუსმინეთ: არიანა გრანდე ახალ ალბომს Positions ავრცელებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ ახალი, რიგით მეექვსე სტუდიური ნამუშევარი Positions გამოუშვა. ალბომში მანამდე გავრცელებულ, ამავე სახელწოდების სინგლთან ერთად ცამეტი ახალი კომპოზიციაა წარმოდგენილი. ჩანაწერში ვხვდებით ისეთ არტისტებთან კოლაბორაციებს, როგორებიც არიან: The Weeknd, Doja Cat და Ty Dolla.

ნახეთ: ლედი გაგამ და არიანა გრანდემ MTV VMA-ზე ჰიტი Rain on Me შეასრულეს

"რჩეული კომპოზიციები არ მაქვს, ამ ნამუშევარში ყველა ტრეკი ერთმანეთს ავსებს. ბევრი მიზეზის გამო ეს ჩემი ფავორიტი ალბომია", - განაცხადა არტისტმა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული