Thumbnail

ახალგაზრდა ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დერქ ბენქსი, ფსევდონიმით Lil Durk, ახალ კომპოზიციას Stay Down და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. მის ჩანაწერში პოპულარული ატლანტელი მუსიკოსები 6LACK და Young Thug მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი კი არაერთი ჰიტის ავტორი მეთრო ბუმინი გახლავთ. ვარაუდობენ, რომ ნამუშევარი ბენქსის მომავალი ალბომის The Voice სინგლია.

ნახეთ: Lil Durk - The Voice

ნახეთ: Lil Durk და 21 Savage კლიპს Die Slow ავრცელებენ

დერქ ბენქსმა მუსიკალური კარიერა 2011 წელს დაიწყო. 2015 წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Remember My Name გაავრცელა. შემსრულებელს ამ დრომდე 5 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. სოლო შემოქმედების პარალელურად, დერქი ჰიპ ჰოპ გაერთიანების Only The Family ლიდერია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული