Thumbnail

ნახეთ: "როლინგ სთოუნზი" 1968 წელს სიმღერას Sympathy for the Devil პირველად ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Rolling Stones-ის საკონცერტო ფილმიდან The Rolling Stones Rock and Roll Circus აქამდე გამოუქვეყნებელი ნაწყვეტი გავრცელდა. კადრებში ბენდი 1968 წელს ლონდონში კომპოზიციას Sympathy for the Devil ცოცხლად პირველად ასრულებს. ვიდეოჩანაწერი ამერიკულმა ლეიბლმა ABKCO-მ იუთუბის არხზე გამოაქვეყნა.

ორი სიმღერა, რომელიც The Beatles-საც აქვს ჩაწერილი და The Rolling Stones-საც

როგორ შეიქმნა The Rolling Stones-ის საკულტო ლოგო

მიკ ჯაგერი: არ მინდოდა, The Rolling Stones-ის ეს სიმღერები გავრცელებულიყო

კომპოზიცია Sympathy for the Devil, რომელიც ჯგუფმა 1968 წელს გაავრცელა, ალბომში Beggars Banquet არის წარმოდგენილი. ჟურნალმა Rolling Stone ტრეკი ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერას შორისაც დაასახელა.

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 30-მდე სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია, რომ ბენდის მიერ 2005-07 წლებში ჩატარებული ტურნე A Bigger Bang Tour, 558 მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლით, კომერციულად წარმატებული ტურნეების ტოპ ათეულში მეოთხე პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული