Thumbnail

ნახეთ: სტივი უანდერი ჯო ბაიდენის მხარდასაჭერ კონცერტზე

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

აშშ-ის პრეზიდენტობისა და ვიცეპრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატებმა, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა დეტროიტში ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართეს. ღონისძიებას ლეგენდარული არტისტი, სტივი უანდერიც ესწრებოდა, რომელმაც თავისი გამოსვლა ჰიტით Higher Ground გახსნა, შემდეგ კი ორი ახალი კომპოზიცია Can't Put It In The Hands of Fate და Where Is Our Love Song შეასრულა.

ნახეთ: ლედი გაგამ ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად Shallow და Yoü And I შეასრულა

სტივი უანდერმა შემოქმედებითი კარიერა 1961 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი The Jazz Soul of Little Stevie გაავრცელა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტი როგორც როკ-ენ-როლის, ასევე, სონგრაითერების დიდების დარბაზის წევრია. 25 გრემის მფლობელ შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული