Thumbnail

ნახეთ: კოდაკ ბლექმა ალბომის Bill Israel ტრეკლისტი გამოაქვეყნა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პატიმრობაში მყოფმა ფილადელფიელმა რეპერმა, კოდაკ ბლექმა მომავალი ალბომის ტრეკლისტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. პოპულარული არტისტის რიგით მესამე სტუდიური ჩანაწერი 11 კომპოზიციას მოიცავს. ნამუშევრის ფარგლებში კოდაკმა გუჩი მეინთან, ლილ იარისთან, თორი ლეინზთან და ჯექბოისთან ითანამშრომლა. Bill Israel გაყიდვაში 11 ნოემბერს ჩაეშვება.

Kodak Black: ციხეში ნელ-ნელა მკლავენ

Kodak Black: ნას, გთხოვ, ჩემთან ითანამშრომლე

კოდაკ ბლექს 2019 წლის ნოემბერში 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუსიკოსი დამატებით 3-წლიან პირობით სასჯელს მოიხდის. სამართალდამცველები მას დოკუმენტების ფალსიფიცირების გზით ოთხი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენაში სდებდნენ ბრალს.

მუსიკოსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერმა 2017 წელს გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Painting Pictures ჩაუშვა, რომელიც დღეს ოქროს სტატუსის მფლობელია. 2018 წელს კოდაკმა მსმენელს ოფიციალური მიქსტეიპი Heart Break Kodak შესთავაზა. იმავე წლის დეკემბერში არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი Dying To Live გამოაქვეყნა, რომელიც ბილბორდის ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული