Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ხანდახან ვნატრობ, ოდნავ მაინც ვგავდე ბობ დილანს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოს პოლ მაკკარტნის გამოცემა Uncut-თან ინტერვიუში სთხოვეს, შეეფასებინა ნობელის პრემიის ლაურეატი არტისტის, ბობ დილანის მიერ მიმდინარე წელს გამოშვებული ალბომი Rough and Rowdy Ways. მაკკარტნის თქმით, ზოგჯერ ის ნატრობს, რომ ბობ დილანს ოდნავ მაინც ჰგავდეს.

პოლ მაკკარტნი: ჩემს ყოველ ახალ ალბომზე ფიქრობენ, რომ უკანასკნელია

პოლ მაკკარტნის რჩეული სიმღერა ჯონ ლენონის სოლო შემოქმედებიდან

რატომ ვერ იცნო პოლ მაკკარტნიმ რიანასთან და ქანიესთან ერთად ჩაწერილ ტრეკში თავისი პარტია

"ყოველთვის მომწონს, რასაც ბობ დილანი აკეთებს. ხანდახან ვნატრობ, რომ მას ოდნავ მაინც ვგავდე. ნამდვილი ლეგენდაა. მე მისნაირი არ ვარ. ბობის ბოლო ალბომიც ძალიან კარგია. არაჩვეულებრივად წერს. მისი შესრულების მანერაც მომწონს. მოკლედ, აღფრთოვანებული ვარ. როდესაც ხალხი მეკითხება, თუ ვისი თაყვანისმცემელი ვარ, პირველ რიგში, სწორედ ბობ დილანსა და ნილ იანგს ვასახელებ", - ამბობს მაკკარტნი.

2007 წელს ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში თავად ბობ დილანმაც გამოხატა სიმპატია მაკკარტნის მიმართ. ის ამბობდა, რომ პოლი უნიკალური მუსიკოსია და ის ხშირად აღაფრთოვანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული