Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა მომავალი ალბომის Plastic Hearts ტრეკლისტი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა მომავალი, რიგით მე-7 ალბომის Plastic Hearts ტრეკლისტი გაავრცელა. ჩანაწერში სულ 12 კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი, მათ შორისაა კოლაბორაციული ნამუშევრები ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: დუა ლიპა, ბილი აიდოლი და ჯოან ჯეტი.

მაილი საირუსი: ბევრი ტკივილი განმიცდია, მაგრამ ტირილით თავი არ მომიკლავს

მაილი საირუსი: Metallica-ს სიმღერების დაქავერებას და ალბომის გამოშვებას ვაპირებ

ალბომი გაყიდვაში 27 ნოემბერს ჩაეშვება. ჩანაწერს ამერიკული ლეიბლი RCA გამოსცემს.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული