Thumbnail

ნახეთ: არიანა გრანდემ და Thundercat-მა კომპოზიცია Them Changes შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ და გრემის მფლობელმა მულტიინსტრუმენტალისტმა და მომღერალმა, სტივენ ბრანერმა, სასცენო სახელით Thundercat, კალიფორნიაში, ფესტივალ Adult Swim-ზე, ერთობლივი პერფორმანსი გამართეს. არტისტებმა თანდერქეთის კომპოზიცია Them Changes შეასრულეს.

მოუსმინეთ: არიანა გრანდე ახალ ალბომს Positions ავრცელებს

მოუსმინეთ: Thundercat ალბომს It Is What It Is ავრცელებს

კომპოზიციის თავდაპირველი ვერსია თანდერქეთის 2017 წელს გამოცემულ ალბომში Drunk არის წარმოდგენილი.

არიანამ ნამუშევარი 2018 წელს დააქავერა კიდეც.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

სტივენ ბრანერმა კი მუსიკალური მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. მისი დისკოგრაფია 4 ალბომს აერთიანებს, რომელთა შორისაც განსაკუთრებული მოწონება 2017 წლის ნამუშევარმა Drunk დაიმსახურა. თანდერქეთი ფართო საზოგადოებამ 2015 წელს, ქენდრიქ ლამართან თანამშრომლობის შემდეგ გაიცნო. მათმა ერთობლივმა კომპოზიციამ These Walls გრემის ჯილდო მოიპოვა. კალიფორნიელი მულტიინსტრუმენტალისტის, მომღერლისა და პროდიუსერის შემოქმედება ფანკის, არენბის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონული მუსიკის სინთეზია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული