Thumbnail

ნახეთ: ივ ტუმორმა კომპოზიციაზე Kerosene! ვიდეორგოლი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ივ ტუმორმა კომპოზიციაზე Kerosene! გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში მასთან ერთად არენბი შემსრულებელი, დაიანა გორდონი მონაწილეობს. სინგლი ტუმორის ბოლო ალბომში Heaven to a Tortured Mind შედის, რომელიც აპრილში გამოქვეყნდა.

მოუსმინეთ: Joji - Reanimator Ft. Yves Tumor

ნახეთ: Yves Tumor-მა კომპოზიციის Strawberry Privilege ვიდეორგოლი გაავრცელა

შონ ბოუიმ, სასცენო სახელით Yves Tumor, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი When Man Fails You გაავრცელა, რასაც მომდევნო წელს ლეიბლზე PAN Records გამოცემული Serpent Music მოჰყვა. 2018 წლის სექტემბერში ივ ტუმორმა ბრიტანულ Warp Records-ზე რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც არაერთი მუსიკალური გამოცემის მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ივ ტუმორი თბილისს ესტუმრა და კლუბში "ბასიანი" კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული