Thumbnail

პროდიუსერი და მუსიკოსი, ბიბი კვაჭაძე 1990-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკის სცენის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის, დადა დადიანის კომპოზიციაზე Rain გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში დადასთან ერთად, ირაკლი კიკვაძე და ირინა ხორავა მონაწილეობენ. მუსიკალური რგოლის ავტორი მიშა მრევლიშვილი გახლავთ.

► მოუსმინეთ: ჯგუფ "ტაქსის" 1988 წლის კონცერტის აქამდე უცნობი ჩანაწერი გავრცელდა

დადა დადიანმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1980-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. 1987 წელს მან ირინა ხორავასთან (კლავიში, ვოკალი), ზაზა სახამბერიძესთან (გიტარა) და ბიჭიკო ოსიპოვთან (დასარტყამი ინსტრუმენტები) ერთად ჯგუფი "ტაქსი" ჩამოაყალიბა, რომელშიც ვოკალისტისა და ბასისტის ფუნქციებს ითავსებდა. 1988 წელს კოლექტივმა ამავე სახელწოდების მქონე სადებიუტო ალბომი გაავრცელა, რომელშიც ნიუ ვეივისა და ინდი როკის სტილში გადაწყვეტილი რვა ქართულენოვანი სიმღერა გაერთიანდა.

დადას სხვა პროექტებიდან აღსანიშნავია 1991 წელს ირაკლი ჩარკვიანთან (კლავიში, ვოკალი) და კახა გუგუშვილთან (ბასი) ერთად ჩამოყალიბებული "საბავშვო მედიცინა", რომელმაც ქვეყნის ისტორიაში პირველი ინგლისურენოვანი ალბომი ჩაწერა და 1993 წელს ბიბი კვაჭაძესთან, სერგი გვარჯალაძესთან და სხვა მუსიკოსებთან ერთად შექმნილი Georgian Dance Empire1993 წლიდან დადა დადიანი ლონდონში ცხოვრობს და საპროდიუსერო საქმიანობითაა დაკავებული. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული