ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახან მადლიერების დღე იზეიმეს. ეს ის დღესასწაულია, რომლის ტრადიციულ აღნიშვნასაც კორონავირუსის პანდემიამ ხელი ვერ შეუშალა, რადგანაც ამ დღეს ამერიკელები, მათ შორის ცნობილი მუსიკოსები, ოჯახში ხვდებიან. წელს ზოგიერთი არტისტი მადლიერებას სოციალურ ქსელებში ახლობლების მიმართ გამოხატავდა, ზოგი კი მათ მიმართ ავლენდა პატივისცემას, ვისაც COVID-19-ის პანდემიის გამო მძიმე წელი ჰქონდა.
► ნახეთ, რა ეცვათ ცნობილ მუსიკოსებს ჰელოუინზე
Jennifer Lopez
ბეისბოლის ვარსკვლავმა, ალექს როდრიგესმა ინსტაგრამის სთორიში ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც საცოლესთან, პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესთან და მის შვილთან, ემასთან ერთად არის აღბეჭდილი.

Jennifer Lopez
ჯეილომ კი მისი და ალექსის შვილებთან ერთად მოწყობილი წვეულებიდან გაავრცელა კადრები. ერთ-ერთ ვიდეოში ის პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ჰიტზე Dynamite ცეკვავს.
Drake
პოპულარულმა კანადელმა მუსიკოსმა, დრეიქმა შვილთან, ადონისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

Camila Cabello
წარმოშობით კუბელმა პოპვარსკვლავმა, კამილა კაბეიომ მადლიერების დღის აღსანიშნავად საქველმოქმედო ორგანიზაციას Feeding South Florida შემოწირულობა გაუგზავნა. მან ინსტაგრამზე გავრცელებულ ვიდეოში თავისი შეყვარებული, კანადელი მუსიკოსი შონ მენდესიც ახსენა - "მადლობას ვიხდი იმისთვის, რომ ცოცხალი ვარ, რომ ვსუნთქავ, მადლიერი ვარ ჩემი ოჯახის და შეყვარებულის", - აღნიშნა მუსიკოსმა.

Cardi B & Offset
პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ და მისმა ქმარმა, რეპერმა Offset-მა სახლში 40-მდე სტუმარი, მათ შორის 12 ბავშვი მიიღეს.

Cardi B & Offset
წვეულების ამსახველ კადრებს ქარდი მთელი დღის განმავლობაში ინსტაგრამზე ავრცელებდა.

Cardi B & Offset
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ხალხმრავალი წვეულების გამართვის გამო ქარდი ინტერნეტმომხმარებლებმა გააკრიტიკეს, რის შემდეგაც 28 წლის რეპერმა ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მოიბოდიშა - "ბოდიში, ჩემი ბრალია".

John Legend
ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯონ ლეჯენდმა ცოლს, ტელევარსკვლავ ქრისი თიგენსა და შვილებს ფოტო გადაუღო და ინსტაგრამზე გააზიარა - "უზომოდ მადლიერი ვარ ამ სამი ადამიანის ყოლის გამო".

Ringo Starr
ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, The Beatles-ის წევრმა, რინგო სტარმა თაყვანისმცემლებს მადლიერების დღე ტვიტერის საშუალებით მიულოცა.

Victoria Beckham
იმისთვის, რომ ოჯახის ყველა წევრისთვის ერთად მოეყარა თავი, ცნობილი ბრიტანული ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა, დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა ფოტოშოპით დამუშავებული სურათი გაავრცელა და იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო წელს ისევ შეძლებენ, აშშ-ს ეწვიონ დღესასწაულის აღსანიშნავად. "იმის მიუხედავად, რომ წელს ერთად ყოფნა არ შეგვიძლია, სულიერად კვლავ ერთად ვართ", - წერს ის ინსტაგრამზე.

Janet Jackson
ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯენეტ ჯექსონმა ფოტო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ამზადებს ტკბილი კარტოფილის ღვეზელს.

Justin Bieber
"მადლიერი და დალოცვილი ვარ", - დაწერა კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა ტვიტერზე, მისმა ცოლმა, მოდელმა ჰეილი ბოლდუინმა კი სადღესასწაულო ვახშმის წინ გადაღებული ფოტო გაავრცელა.

Lady Gaga
იყვნენ ისეთი მუსიკოსებიც, რომლებმაც სადღესასწაულო წვეულების ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებისგან თავი შეიკავეს და სოციალურ ქსელებში მხოლოდ მისალოცი ტექსტები გაავრცელეს - "წლევანდელ მადლოერების დღეს ილოცეთ ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც უმძიმესი წელი ჰქონდათ. ზოგ მათგანს შესაძლოა, იმის საშუალებაც არ ჰქონდეს, რომ სუფრა გაშალოს, ზოგმა კი საცხოვრებელი დაკარგა. ოჯახები ერთმანეთს არიან დაშორებული, რომ უსაფრთხოდ იყვნენ. ანაც მათი ახლობლები საავადმყოფოებში არიან. მთელი გულით თქვენ გვერდით ვარ. ადამიანების მადლობელი ვარ", - დაწერა პოპვარსკვლავმა, ლედი გაგამ ტვიტერზე.

კომენტარები