გთავაზობთ 2020 წლის ნოემბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:
10. Killages - Podcast
ქართულმა ჯგუფმა Killages ახალი კომპოზიცია Podcast გაავრცელა. სექტემბერში გამოცემული სადებიუტო ალბომის Original Brothers შემდეგ, ეს ბენდის პირველი ნამუშევარია.
9. Nas - Fallen Stars Flying
ეპოქალურმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, ახალი კომპოზიცია Fallen Stars Flying გამოაქვეყნა. ჩანაწერი ტელესერიალის Between The World And Me ერთ-ერთი საუნდტრეკი გახლავთ.
8. The Antlers - It Is What It Is
ამერიკულმა ინდი როკ ჯგუფმა The Antlers ახალი კომპოზიცია It Is What It Is და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. მუსიკალურ ვიდეორგოლში მოცეკვავეები, ბობი ჯენ სმიტი და ორ შრაიბერი მონაწილეობენ.
7. Melqo - კარის ნადიმი
მუსიკოსმა დავით მანჩხაშვილმა, სასცენო სახელით Melqo, ახალი კომპოზიცია "კარის ნადიმი" გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი თავად არტისტი გახლავთ.
6. J.I.D - Ballads Feat. Conway the Machine
ატლანტელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, J.I.D ახალი კომპოზიცია Ballads გაავრცელა. ტრეკში მისი ბუფალოელი კოლეგა Conway The Machine მონაწილეობს, ჩანაწერის პროდიუსერები კი Christo და Big Jerm არიან.
5. Koka - Ablabuda
ნორვეგიაში მცხოვრებმა ქართველმა მუსიკოსმა, კოკა ნიკოლაძემ, სასცენო სახელით Koka, ახალი კომპოზიცია Ablabuda გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ არტისტმა ნამუშევრის შესაქმნელად საკუთარი ხელით აწყობილი ელექტრომექანიკური ინსტრუმენტები გამოიყენა.
4. slowthai - NHS
გრაიმ შემსრულებელმა, ტაირონ ფრემპტონმა, ფსევდონიმით slowthai, მსმენელს ახალი კომპოზიცია NHS და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ტრეკი ბრიტანელი მუსიკოსის მომავალი ალბომის TYRON ერთ-ერთი სინგლია.
3. Four Dimensional Monster Lobsters - ნამეტნავად
ქართულმა ჯგუფმა Four Dimensional Monster Lobsters ახალი კომპოზიცია "ნამეტნავად" და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს უკვე მეორე სინგლია, რომელიც მუსიკოსებმა სადებიუტო ალბომის Solitary Days of Alien Abduction გამოშვების შემდეგ გამოაქვეყნეს.
2. Boldy James - Thousand Pills Feat. Stove God Cooks
დეტროიტელმა რეპერმა, ჯეიმს ჯოუნსმა, სასცენო სახელით Boldy James, ახალი კომპოზიცია Thousand Pills გაავრცელა. ჩანაწერში მისი კოლეგა Stove God Cooks მონაწილეობს. ტრეკი ბოლდი ჯეიმსის მომავალ სტუდიურ ნამუშევარში Real Bad Boldy იქნება წარმოდგენილი.
1. Lower Dens - Untitled
ამერიკულმა ჯგუფმა Lower Dens ახალი კომპოზიცია Untitled გამოუშვა. სინგლი კომპილაციურ ალბომში No Stagediving შედის, რომლის პირველი ნაწილიც 20 ნოემბერს გამოვიდა, მეორე ნაწილის გამოქვეყნება კი დეკემბერში იგეგმება.
კომენტარები