Thumbnail

ნახეთ: ერეკლე დეისაძე - მიკროსაფინანSoS

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა არტისტმა, ერეკლე დეისაძემ ახალი სიმღერა "მიკროსაფინანSoS" და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელა. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორები თავად ერეკლე და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილი ფრონტმენი, ბექა კუნდალინი, ფსევდონიმით Nimit_ta არიან, მუსიკალურ რგოლზე კი გიორგი მეშველიანმა და ნიკა ქუცნიაშვილმა იმუშავეს.

► ნახეთ: ერეკლე დეისაძემ ახალი კლიპი "ქალაქის თავზე" გაავრცელა

► მოუსმინეთ: ერეკლე დეისაძე / Nimit_ta - ნამასა

მწერალმა და მუსიკოსმა, ერეკლე დეისაძემ შემოქმედებითი კარიერა პროექტით "ეკო და პარალელური თაობა" დაიწყო, 2012 წელს კი პანკ-ჯგუფი "40 კილომეტრში" დააარსა. 2015 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო სოლო ალბომი "იარე“. აღსანიშნავია დეისაძის კიდევ ერთი პროექტი Eko & Vinda Folio, რომლის სადებიუტო ალბომი "თერაპია" 2019 წელს ფრანგულ ლეიბლზე Talitres გამოიცა.

არტისტის, ხშირ შემთხვევაში, ეპატაჟური ნამუშევრები სოციალურ-პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს და საზოგადოების არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს. მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერებია "შენი ფანჯრიდან", "რაც მამას უნდა" და "ხალხური".

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული