Thumbnail

მოუსმინეთ: Roc Marciano ალბომს Mt. Marci აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ანდერგრაუნდ ემსიმ, როქ მარსიანომ ახალი ალბომი Mt. Marci გამოაქვეყნა, რომელშიც 15 კომპოზიცია, მათ შორის სინგლი Downtown 81 არის წარმოდგენილი. სტუდიური ნამუშევრის თითქმის ყველა ტრეკის პროდიუსერი თავად ნიუ იორკელი მუსიკოსი გახლავთ. მარსიმ ჩანაწერის ფარგლებში ითანამშრომლა კოლეგებთან: ScHoolboy Q, Action Bronson, Kool Keith და სხვა.

ნახეთ: DJ Muggs x Roc Marciano - Shit I'm On

როქ მარსიანომ მუსიკალური მოღვაწეობა 1999 წელს დაიწყო. მალევე რეპერი ცნობილმა კოლეგამ, ბასთა რაიმსმა საკუთარ ლეიბლზე Flipmode Squad აიყვანა. თუმცა, ანდერგრაუნდ ემსიმ ფართო საზოგადოების ყურადღება გაერთიანებიდან წამოსვლის შემდეგ მოიპოვა. მუსიკოსის სადებიუტო ალბომმა Marcberg კრიტიკოსების მაღალი შეფასებები დაიმსახურა. დღეისთვის მარსის დისკოგრაფია ათზე მეტ სტუდიურ ნამუშევარს მოიცავს, რომელთა შორისაც აღსანიშნავია დიჯეი მაგსთან ერთად შექმნილი ჩანაწერი Kaos. უნიკალური ხელწერისა და გამორჩეული პროდაქშენის დამსახურებით ვეტერანი რეპერი არაერთი ახალგაზრდა კოლეგის შთაგონების წყაროდ იქცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული