Thumbnail

ცნობილმა ლუიზიანელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დუეინ კარტერმა, ფსევდონიმით Lil Wayne, მიქსტეიპების No Ceilings სერიის რიგით მესამე ნაწილი გამოაქვეყნა. მსმენელის განსაკუთრებული ყურადღება კომპოზიციამ BB King Freestyle დაიმსახურა, რადგან მასში კარტერის ახლო მეგობარი, პოპულარული კანადელი შემსრულებელი, დრეიქი მონაწილეობს. ნამუშევრის პროდიუსერი სწორედ ტორონტოელთან აფილირებული მუსიკოსი, არაერთი ჰიტის ავტორი Boi-1da გახლავთ, რომელმაც კომპოზიციაში ალიშა ქისის 2003 წლის ჩანაწერის Feeling U, Feeling Me სემპლი გამოიყენა.

მოუსმინეთ: ლილ უეინი მიქსტეიპს 'No Ceilings 3' ავრცელებს

ნახეთ: ლილ უეინმა დრეიქს ძვირფასი ყელსაბამი აჩუქა

ლილ უეინი და დრეიქი წლების მეგობრები და მუსიკალური პარტნიორები არიან. კარიერის დიდი ნაწილი კოლეგებმა ერთად, ბერდმენის მიერ დაარსებულ ცნობილ ლეიბლზე Cash Money გაატარეს. შესაბამისად არტისტები ერთობლივ კომპოზიციებზე ხშირად თანამშრომლობდნენ. ლუიზიანელს ტორონტოელი საჯაროდ არაერთხელ შეუქია. დრეიქის თქმით კი, კარტერი მისი ერთ-ერთი მთავარი შთაგონების წყაროა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული