Thumbnail

ბილი აილიში: ხალხი წერდა, გასუქდაო, არადა ყოველთვის ამ წონის ვიყავი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მუსიკოს ბილი აილიშს ჟურნალ Vanity Fair-ის პროექტში Time Capsule მონაწილეობისას ჰკითხეს, ბოლო პერიოდში რა ჭორი სმენია საკუთარ თავზე. ამის პასუხად 18 წლის არტისტმა ოქტომბრის თვე გაიხსენა, როცა ლოს ანჯელესში პაპარაცებმა ტანზე მომდგარი ტოპით აღბეჭდეს, რის შემდეგაც მისი სხეული ინტერნეტში კვლავ განხილვის საგნად იქცა.

"წელს უკვე ტატუ მაქვს" - ბილი აილიში მეოთხე წელია, ერთსა და იმავე კითხვებს პასუხობს

ბილი აილიშის ფანები მის გარეგნობასთან დაკავშირებულმა კრიტიკამ გააღიზიანა

ბილი ლოს ანჯელესის ქუჩებში

"სურათები გავრცელდა, რომელშიც მანქანიდან გადმოსული ჩემი ძმის სახლისკენ მივქრი, ცხელ ამინდში ტანზე მომდგარ ტოპში გამოწყობილი. ხალხი კი წერდა - "ჯანდაბა, ბილი როგორ გასუქდაო". მე კი გავიფიქრე - არაფერიც, სინამდვილეში ასე გამოვიყურები, უბრალოდ, აქამდე ამ ფორმაში არასდროს გინახივართ-მეთქი".

ამის შემდეგ მომღერალს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა, რომ ის ქალის სხეულთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპების დამსხვრევაზე დადებით ეფექტს ახდენს, რაზეც ბილიმ უპასუხა:

"მგონია, რომ კი. ადამიანები იმიტომ გცემენ პატივს, რომ შენ შენ ხარ. მათ კეთილგანწყობას ვერ დაიმსახურებ, თუ ისეთ რამეს ეტყვი, რასაც სინამდვილეში არ ფიქრობ. ძალიან მსიამოვნებს, როცა ბავშვები მეუბნებიან, რომ ჩემი დამსახურებით თავს კომფორტულად გრძნობენ საკუთარ სხეულში".

ბილი აილიში იხსენებს სიზმარს, რამაც Everything I Wanted დააწერინა

ბილი აილიში ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული