გრემის ნომინანტმა ამერიკელმა არტისტმა, ფიბი ბრიჯერსმა კომპოზიციაზე Savior Complex გადაღებული კლიპი გაავრცელა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი პოპულარული ბრიტანული სერიალის Fleabag ავტორი, ფიბი უოლერ-ბრიჯი გახლავთ. ნამუშევარში მონაწილეობას კი ცნობილი ირლანდიური სერიალის Normal People მსახიობი, პოლ მესკალი იღებს.
► ფიბი ბრიჯერსმა მერლ ჰაგარდის If We Make It Through December დააქავერა
► მოუსმინეთ: ფიბი ბრიჯერსმა EP სახელწოდებით Copycat Killer გამოსცა
ფიბიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2014 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Stranger in the Alps გაავრცელა. 2020 წელს კი არტისტმა მორიგი სტუდიური ჩანაწერი Punisher გამოაქვეყნა. მისი ცნობილი კომპოზიციებია Motion Sickness და Funeral.
კომენტარები