ცნობილმა პორნოსაიტმა, "პორნჰაბმა" საშობაო ალბომი XXXMas გამოუშვა. ჩანაწერში სულ 7 კომპოზიციაა წარმოდგენილი, მათ შორის ისეთი არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: Young M.A, A$AP Ferg და სხვები.
"ჩვენს მომხმარებლებს საშობაოდ ალბომი ვაჩუქეთ. ჩანაწერში თანამედროვე პოპულარული მუსიკოსების ნამუშევრებს იხილავთ", - განაცხადა "პორნჰაბის" ვიცეპრეზიდენტმა კორი პრაისმა.
ალბომი თავად კომპანიის მიერ დაფუძნებულმა ლეიბლმა "პორნჰაბ რეკორდსმა" გამოსცა. შეგახსენებთ, რომ შარშან ვებგვერდმა სტუდიური ჩანაწერი Pornhub Valentine's Day Album ვალენტინობის დღესთან დაკავშირებითაც გამოუშვა.
კომენტარები