Thumbnail

მოუსმინეთ: ფინიასმა პირველი საშობაო სიმღერა Another Year გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, ფინიას ო'კონელმა ახალი, საშობაო კომპოზიცია Another Year გაავრცელა. ეს პირველი სადღესასწაულო თემატიკის სიმღერა გახლავთ, რომელიც არტისტმა დაწერა.

მოუსმინეთ: Finneas - Where The Poison Is

ნახეთ: Finneas - Can’t Wait To Be Dead

ფინიასი: მანამ კორონავირუსის პანდემია იქნება, მე და ბილი ალბომებს არ გამოვუშვებთ

"ეს სიმღერა შარშან, შობას დავწერე. მაშინ არ ვიცოდი, თუ რა გველოდებოდა 2020 წელს. თუმცა, რომც გამეგო, ტექსტს, ალბათ, მაინც არ შევცვლიდი. იმედი მაქვს, ამ ტრეკის მოსმენის შემდეგ თავს ოდნავ მაინც უკეთ იგრძნობთ. ვფიქრობ, ყველაფერი გაივლის და ჩვენი ცხოვრება ისევ ნათელი გახდება", - ამბობს ფინიასი კომპოზიციაზე საუბრისას.

ფინიას ო'კონელი მუსიკალურ ინდუსტრიაში ფსევდონიმით Finneas 2015 წლიდან მოღვაწეობს. ის საკუთარი დის, ბილი აილიშის სადებიუტო ალბომის When We All Fall Asleep, Where Do We Go? პროდიუსერი და სიმღერების თანაავტორია. ფინიასი გრემის 5 ჯილდოს მფლობელია, მათ შორის საუკეთესო პროდიუსერის კატეგორიაში. როგორც სოლო შემსრულებელს, 23 წლის არტისტს პოპულარობა კომპოზიციებმა Break My Heart Again და Let's Fall In Love For The Night მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული