Thumbnail

შოტლანდიური პოპ როკ ჯგუფი Texas და ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება Wu-Tang Clan ახალ ერთობლივ კომპოზიციას Hi და მასზე გადაღებულ კლიპს ავრცელებენ. მუსიკალურ ვიდეორგოლში ცნობილი სერიალების Top Boy და Sex Education მონაწილე მსახიობს, კადიმ რემზის შეხვდებით.

აღსანიშნავია, რომ "ტექსასისა" და "ვუ-თენგის" პირველი კოლაბორაცია 1998 წელს, BRIT Awards-ზე შედგა. მაშინ ლეგენდარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის წევრმა Method Man შოტლანდიელ მუსიკოსებთან ერთად კომპოზიცია Say What You Want შეასრულა.

Texas ქალაქ გლაზგოში 1986 წელს შეიქმნა. სამი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Southside გაავრცელა. მუსიკოსებს ამ დრომდე 9 სტუდიური ნამუშევარი აქვთ გამოცემული. ჯგუფს დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

ეპოქალური ჰიპ ჰოპ კოლექტივი, "ვუ-თენგი" კი ნიუ იორკში 1991 წელს ჩამოყალიბდა. ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი უამრავი არტისტის შთაგონების წყაროდ იქცა და დღემდე დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. Wu-Tang Clan-მა დღემდე 8 სტუდიური ალბომი გამოსცა და 40 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული