Thumbnail

ბილი აილიში პასუხობს კითხვას, ვინ არის მისი ფავორიტი მუსიკოსი ამ მომენტში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბილი აილიში ჟურნალ Vanity Fair-ის პროექტის Time Capsule ფარგლებში ყოველწლიურად ერთსა და იმავე კითხვებს პასუხობს. ინტერვიუების სერია, რომელიც 2017 წლიდან იღებს სათავეს, მაყურებელს აჩვენებს, თუ როგორ იცვლება გოგონას ცხოვრება და განწყობები წლების განმავლობაში. გამოცემამ ბილის უკვე მეოთხედ სთხოვა, დაესახელებინა, რომელია მისი რჩეული არტისტი ამჟამად.

"წელს უკვე ტატუ მაქვს" - ბილი აილიში მეოთხე წელია, ერთსა და იმავე კითხვებს პასუხობს

ბილი აილიში: ხალხი წერდა, გასუქდაო, არადა ყოველთვის ამ წონის ვიყავი

ნახეთ: ბილი აილიშმა Therefore I Am ცოცხლად პირველად შეასრულა

"შენი ფავორიტი მუსიკოსი ამ მომენტში?"

"Arlo Parks-ის მუსიკა მომწონს. Ashnikko-ც ძალიან კარგია. უზომოდ მომწონს The Strokes-ის ახალი ალბომი The New Abnormal. პლატფორმა TikTok-ის სიმღერები სულ თავში მიტრიალებს, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია 2020 წელი. ზოგი მათგანი საკმაოდ კარგია, არა?", - აღნიშნა მუსიკოსმა.

2017 წელს აილიშმა ამავე კითხვის პასუხად ამერიკული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება, Brockhampton დაასახელა, 2018 წელს რეპერი Tierra Whack გამოარჩია, 2019 წელს კი მისი რჩეული არტისტი ნიგერიელი მუსიკოსი, Tekno იყო.

ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული