ამერიკელმა მუსიკოსმა, ელადო ნეგრომ კომპოზიციაზე I Fell In Love გადაღებული კლიპი გაავრცელა. სიმღერას ის მომღერალ ქსენია რუბინოსთან ერთად ასრულებს. ვიდეორგოლის ავტორი რეჟისორი Stillz გახლავთ.
► მოუსმინეთ: ელადო ნეგრომ ნილ იანგის სიმღერის Lotta Love ქავერ ვერსია გაავრცელა
ელადო ნეგრომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა It's My Brown Skin და Invisible Heartbeat მოუტანა. მას ამ დრომდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.
კომენტარები