Thumbnail

ნახეთ: The Strokes კომპოზიციის The Adults Are Talking კლიპს ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ამერიკულმა ჯგუფმა The Strokes კომპოზიციაზე The Adults Are Talking გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ვიზუალური ნამუშევრის ავტორი რეჟისორი რომან კოპოლა გახლავთ, რომელთანაც ბენდს წარსულში არაერთხელ უთანამშრომლია. კლიპში კოლექტივის წევრები რობოტებს ბეისბოლს ეთამაშებიან და ანგარიშით 56-1 მარცხდებიან.

ნახეთ: The Strokes კომპოზიციაზე Ode To The Mets შექმნილ კლიპს ავრცელებს

რეცენზია: The Strokes - The New Abnormal

The Strokes ქალაქ ნიუ იორკში 1998 წელს შეიქმნა. 2001 წელს ჯგუფმა სადებიუტო ალბომი Is This It გამოსცა. ჩანაწერი პოპულარულმა გამოცემა Rolling Stone-მა საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრების ასეულში მერვე ადგილას დაასახელა. NME-მ კი ყველა დროის საუკეთესო 500 ალბომში მეოთხე ადგილას გაიყვანა. კოლექტივს ამ დრომდე 6 ალბომი აქვს გავრცელებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული