Thumbnail

ნიკ ქეივი: ეროტიკული დიზაინის შპალერი შევქმენი, მაგრამ არავინ ყიდულობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ავსტრალიელი მუსიკოსი, ნიკ ქეივი გაზეთს Financial Times თავისი ონლაინ მაღაზიის Cave Things შესახებ გაესაუბრა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში გახსნა. არტისტი ვებგვერდზე პოლაროიდით გადაღებულ ფოტოებს, კერამიკის ფილებს, ბლოკნოტებს, სანიშნებს და სხვა პროდუქტებს ყიდის. როგორც 63 წლის შემსრულებელმა ინტერვიუში გულდაწყვეტით აღნიშნა, 270 დოლარის ღირებულების შპალერი, რომელზეც მის მიერ დახატული შიშველი ქალების პრინტია დატანილი, ჯერჯერობით ერთი რულონიც კი არ გაუყიდია.

ნიკ ქეივის პასუხი კითხვაზე - როგორ მივხვდე, რომ სწორ გზას ვადგავარ

ნახეთ: ნიკ ქეივმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა Euthanasia შეასრულა

"ჩემი რჩეული პროდუქტი ამ მაღაზიიდან ეროტიკული პრინტის მქონე შპალერი HYATT GIRLS გახლავთ. წლების განმავლობაში, სასტუმროდან სასტუმროში ხეტიალისას, ამ ქალებს ვხატავდი ხოლმე. მე ძალიან მომწონს, მაგრამ ჯერ ერთი რულონიც კი არ გაყიდულა. მეამაყება, რომ ისეთი დიზაინის მქონე პროდუქტი შევქმენი, რომელიც, პირდაპირი მნიშვნელობით, არავის უნდა", - განაცხადა ქეივმა.

მუსიკოსი, მწერალი და სცენარისტი, ნიკოლას ედვარდ ქეივი ავსტრალიის ქალაქ ვარაკანაბილში 1957 წლის 22 სექტემბერს დაიბადა. ჯგუფების Boys Next Door, The Birthday Party, Nick Cave and the Bad Seeds და Grindermen დამაარსებელს, პოპულარობა სიმღერებმა Into My Arms, Red Right Hand, The Ship Song, Do You Love Me? მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული