პოპულარული ამერიკული ჯგუფის The National ფრონტმენმა, მეთ ბერნინგერმა ჯიმი ფელონის ღამის შოუში საკულტო ბენდის, The Velvet Underground-ის კომპოზიცია I'm Waiting for the Man შეასრულა. ტრეკის თავდაპირველი ვერსია "ველვეტ ანდერგრაუნდისა" და გერმანელი არტისტის, ნიკოს ერთობლივ ალბომში The Velvet Underground & Nico არის წარმოდგენილი, რომელიც 1967 წელს გამოიცა.
► ნახეთ: მეთ ბერნინგერმა სატელევიზიო პერფორმანსი გამართა
► ნახეთ: მეთ ბერნინგერმა სტივენ კოლბერის შოუში სიმღერა One More Second შეასრულა
► მოუსმინეთ: მეთ ბერნინგერმა სადებიუტო სოლო ალბომი Serpentine Prison გაავრცელა
მეთ ბერნინგერმა მუსიკალური კარიერა 1999 წელს დაიწყო. პოპულარობა მან კოლექტივში The National მოღვაწეობით მოიპოვა, რომელიც ამავე წელს ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ჩამოაყალიბა. ის აგრეთვე ბენდების Ramona Falls და Menomena დამაარსებელ ბრენტ ნოფთან ერთად ინდი როკ სუპერჯგუფში EL VY ერთიანდება. 2017 წელს მეთმა "ნეიშენალთან" ერთად გრემის პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა.
კომენტარები