Thumbnail

ნახეთ: ქანიე ვესთის Yeezy-ს ახალ ჩუსტებს ინტერნეტში გამოხმაურება მოჰყვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ქანიე ვესთის ბრენდი Yeezy, გერმანულ კომპანია Adidas-თან თანამშრომლობით, 27 დეკემბერს, ბოტასებთან ერთად, ჩუსტებს Yeezy 450 Slide ჩაუშვებს გაყიდვაში. ახალი მოდელების ამსახველი ვიდეო რეპერის ცოლმა, კიმ კარდაშიანმა გაავრცელა.

ქანიე ვესთის Yeezy მაკიაჟის პროდუქტებსა და თავის მოვლის საშუალებებსაც გაყიდის

კადრების გაზიარების შემდეგ, ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება ვესთის დიზაინით შექმნილმა ჩუსტებმა დაიმსახურა:

"Yeezy-ს ახალი ჩუსტები ამას მაგონებს".

"ეს ჩუსტები უკვე მაქვს?".

"ეს რა ჯანდაბაა?"

"ეს $65 ღირს და Pingo d'Ouro-ს ორცხობილა $15?"

"Yeezy-ს ჩუსტები ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მექსიკურ სასუსნავს ჰგავს".

"Buñuelo-ს წააგავს".

"ფეხმა ლამის იყვიროს, კომფორტული არ ჩანს".

ქანიემ, კომპანია "ადიდასთან" თანამშრომლობით, ბრენდ Yeezy-ს პირველი სპორტული ფეხსაცმელი 2015 წელს გამოუშვა. 2018 წელს შექმნილი ჩუსტები კი საზოგადოებას ყურადღების მიღმა არც მაშინ დარჩენია.

კიმ კარდაშიანი და ქანიე ვესთი

"იზი" რეპერისთვის შემოსავლის ყველაზე მსხვილი წყაროა. მან მუსიკოსის ქონებას უკვე მილიარდზე მეტი დოლარი შემატა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული