ერთი წლის წინ ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაცვლილი არტისტის, ჯარად ჰიგინსის, ფსევდონიმით Juice WRLD, იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია Real Shit გავრცელდა. ჩანაწერში ცნობილი პროდიუსერი, ბენი ბლანკო მონაწილეობს. ტრეკი ჯუსის დაბადების დღეზე გამოქვეყნდა.
► ნახეთ: Juice WRLD და The Weeknd ანიმაციურ კლიპში Smile
ჰიგინსმა მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წლის სადებიუტო მიქსტეიპით "9 9 9" გაიცნო. 2018 წელს რეპერმა გაყიდვაში პირველი ალბომი Goodbye & Good Riddance ჩაუშვა. სტუდიური ჩანაწერის მთავარი სინგლი პლატინის სტატუსის მფლობელი კომპოზიცია Lucid Dreams გახლავთ. შემსრულებელს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ნიკი მინაჟი, ტრევის სკოტი და სხვები. 2019 წლის 8 დეკემბერს მუსიკოსი ოპიოიდური პრეპარატების, კოდეინისა და ოქსიკოდონის ზედოზირებამ იმსხვერპლა. გარდაცვალების შემდეგ ჯუსის წარმომადგენლებმა მისი სტუდიური ნამუშევარი Legends Never Die გამოაქვეყნეს.
კომენტარები