Thumbnail

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონს სიკვდილამდე შევხვდი, ვისხედით, მისი ხელი მეჭირა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში ჯორჯ ჰარისონთან უკანასკნელი შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ცოტა ხნით ადრე, მანამ შედგა, სანამ ჯგუფ The Beatles-ის წევრი 2001 წლის ნოემბერში 58 წლის ასაკში ფილტვის კიბოთი გარდაიცვლებოდა.

რატომ გაუცრუა ჯორჯ ჰარისონს იმედი პოლ მაკკარტნის სადებიუტო სოლო ალბომმა

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონის სიმღერები Abbey Road-ის ჩაწერამდე დიდად არ მომწონდა

"ვისხედით და მისი ხელი მეჭირა. უეცრად მეხამუშა - არ მინდოდა მისი ხელი მჭეროდა. ძმაკაცთან ასე არ იქცევიან-მეთქი. ეს აქამდე არავისთან გამიმხელია", - იხსენებს მაკკარტნი.

პოლის თქმით, იმ პერიოდში ჰარისონი არაერთ ექიმს შეხვდა მსოფლიო მასშტაბით, ცდილობდა, მკურნალობის რაიმე ეფექტური საშუალებისთვის მიეგნო, თუმცა, მუდამ იმედგაცრუებული რჩებოდა.

"ჟენევაში იმყოფებოდა, რათა გაეგო, რისი შეთავაზება შეეძლოთ მისთვის შვეიცარიაში. იქიდან ნიუ იორკში, სპეციალიზებულ კლინიკაში გადაინაცვლა, შემდეგ კი ლოს ანჯელესში აპირებდა წასვლას. მე კი ვუთხარი, ლივერპულში, ტიუდორების ეპოქაში აგებულ სასახლეში Speke Hall მივიდეთ-მეთქი", - გაიხსენა მაკკარტნიმ.

ჰარისონი "ბითლზის" უკვე მეორე წევრი იყო, რომელიც გარდაიცვალა. მანამდე, 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლეს მანჰეტენზე, ქალაქ ნიუ იორკში.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი და ჯორჯ ჰარისონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები იყვნენ ჯონ ლენონთან და რინგო სტართან ერთად. "ბითლზის" დაშლის შემდეგ პოლმა ცოლთან, ლინდასთან ერთად ბენდი Wings შექმნა, პარალელურად კი სოლო კარიერა დაიწყო. ჰარისონმა კი ჯერ კიდევ კოლექტივის დაშლამდე გამოუშვა ორი ალბომი. სოლო კარიერის განმავლობაში ის აქტიურად მართავდა ტურნეებს და თანამშრომლობდა რინგო სტართან, ერიკ კლეპტონთან, ტომ პეტისთან და სხვა არტისტებთან.

კომენტარები

ბოლოს დამატებული