Thumbnail

ნახეთ: Arctic Monkeys კომპოზიციას Arabella ასრულებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა Arctic Monkeys 2018 წელს ქალაქ ლონდონში, კერძოდ კი Royal Albert Hall-ში გამართული კონცერტის ნაწყვეტი გაავრცელა. ვიდეოში ბენდი თავის რიგით მე-5 სტუდიურ ნამუშევარში AM შესულ კომპოზიციას Arabella ასრულებს. ეს ჩანაწერი კოლექტივის ლაივ ალბომში Live At The Royal Albert Hall შევა, რომელიც 4 დეკემბერს გამოიცემა. მისი გაყიდვებიდან შემოსული თანხა ბრიტანულ საქველმოქმედო ორგანიზაცია War Child-ს გადაეცემა, რომელიც ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ეხმარება.

ჯგუფის Arctic Monkeys კლიპის Do I Wanna Know? ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

Arctic Monkeys 2002 წელს ინგლისის ქალაქ შეფილდში შეიქმნა. 2006 წელს მუსიკოსების მიერ გამოშვებული სადებიუტო ალბომი Whatever People Say I Am, That's What I'm Not ბრიტანეთში დღემდე ყველაზე სწრაფად გაყიდულ ჩანაწერად რჩება. ჯგუფი Brit Awards-ზე 7-ჯერ დაასახელეს ქვეყნის საუკეთესო კოლექტივად. Arctic Monkeys მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი ბენდია, რომელმაც პოპულარობა ინტერნეტის საშუალებით მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული